საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც 22–25 იანვარს გაიმართება.
როგორც ვიზიტთან დაკავშირებით პრემიერის ბრძანებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დავოსში გაემგზავრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი; საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია; შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
საქართველოს დელეგაცია შვეიცარიაში 20 იანვარს გაემგზავრება და 25 იანვარს დაბრუნდება.
ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, დავოსში ვიზიტისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ფორმალურ ან არაფორმალურ შეხვედრას არ გეგმავს.
"არ იგეგმება შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები