Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/01/1386502348_1463015_681807548516296_1495735356_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს
"რატომ უნდა შეუერთდეს დასავლეთი უკრაინელ პროტესტის მონაწილეებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. აღნიშნული განცხადების თარგმანი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინაში აქციის მონაწილეები არ გვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. მისივე თქმით, უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეებში ძალადობა მოემატა, 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ. "ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფილი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისებში. მისივე თქმით, იგი საკმაოდ გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში ისევე, როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.