მაიდანზე დარბევისას დაჭრილი ჟურნალისტი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც უკრაინული მედია წერს, გარდაცვლილია გაზეთ "ვესტის" კორესპონდენტი ვიაჩესლავ ვერემი.
როგორც გამოცემაში აცხადებენ, ჟურნალისტი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
"ვიაჩესლავ ვერემის მიხაილოვსკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა", - აცხადებენ გარდაცვლილი ჟურნალისტის კოლეგები.
არსებული ინფორმაციით, წუხანდელი დარბევის დროს 27 ჟურნალისტია დაშავებული.
მასალის გამოყენების პირობები