საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია.
"პრემიერი ჯერ კიდევ 2 თვის წინ მიიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის მიწვეული ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მიერ. ეს მოწვევა საქართველოში ჩამოიტანა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულადმა დეკემბერში, როდესაც ის თბილისში იმყოფებოდა. მას შემდეგ მიმდინარეობს ამ ვიზიტის მომზადება", - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, სენატსა და თეთრ სახლში.
მასალის გამოყენების პირობები