უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იუწყება.
"უკრაინის მოქალაქის, ვიქტორ იანუკოვიჩის დონის როსტოვში ჩატარებული პრესკონფერენცია ოფიციალურად წარმოადგენს დამტკიცებულ ფაქტს იმისა, რომ იანუკოვიჩი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ამიტომ უკრაინის გენერალური პროკურატურა შესაბამისი მიმართვის შემდეგ ელოდება, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან დადებით პასუხს მიიღებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ვიქტორ იანუკოვიჩმა გუშინ როსტოვში პრესკონფერენცია გამართა. უკრაინის ხელისუფლებამ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მშვიდობიან მოქალაქეთა მასობრივი მკვლელობის გამო 24 თებერვალს აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები