უკიდურესად იძაბება ვითარება უკრაინაში - ქვეყნის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო.
არსებული ცნობით, დაცვის ქვეშ აიყვანენ ატომურ ელექტროსადგურებს, აეროპორტებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს. უმაღლესმა რადამ დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, სამხედრო ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღოს.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ კი უკრაინაში რუსული ჯარების შეყვანაზე ვლადიმერ პუტინის მიმართვას მხარი დაუჭირა. უკრაინის ახალი მთავრობა ფაქტს ანექსიად და ქვეყნის შიდა საქმეში სამხედრო ძალით ჩარევად აფასებს.
მასალის გამოყენების პირობები