„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პრაიმერიზში თანაპარტიელის ნიკა მელიას სასარგებლოდ თავისი კანდიდატურა მოხსნა. ამგვარად, "ნაციონალური მოძრაობის" თბილისი მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება.
„კონკურენციამ მოიტანა ის, რომ ახალი ადამიანები, ახალი ლიდერები გამოიკვეთნენ. მათ შორის გამოიკვეთა ნიკა მელია, ჩემი მეგობარი. რომელთან ერთადაც ჩვენ რამდენიმე წელია ერთად მოვდივართ და ის მართლაც ძალიან პოზიტიურა. ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება ჩვენ გუნდთან ერთად, რომ მოვხსნა ჩემი კანდიდატურა მის სასარგებლოდ და ჩვენ დავიწყოთ ახალი ფაზა ცვლილებების“, - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები