Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/DD7873ED-07BC-4112-B52A-CBC269BC2214_mw1024_mh1024_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზებს დახმარება სჭირდებათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას მიესალმება. როგორც ზაქარეიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზებს დახმარება სჭირდებათ. "ეს არ არის გაერო-ს გადაწყვეტილება. ესაა "გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოში" გადაწყვეტილება. ეს ოფისი 20 წელია, საქართველოში მუშაობს და ჩვენს ტერიტორიაზე ამ ტიპის პროგრამებს რეგულარულად ახორციელებს. იმ ინფორმაციით, რაც გავრცელდა, ეს იგივე - პროგრამაა, რაც მანამდეც ხორციელდებოდა. რაც შეეხება იმას, რატომ შეხვდა ორგანიზაციის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს, აბა ვის უნდა შეხვედროდნენ? ისინი ყოველთვის დე ფაქტო პრეზიდენტებს ხვდებოდნენ. ეს ხალხი იქ ჩადის, რათა მათ დაეხმარონ, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს. მათ დახმარება სჭირდებათ, აბა, მსოფლიო არ დაეხმაროს აფხაზებს? აბა, არ უნდა ხორციელდებოდეს ღონისძიებები, რომ იქ ნორმალური ადამიანები იბადებოდნენ? ჩვენ გვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაცების წარმომადგენლები და მე მივესალმები ამ ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. ამასთან, მან ქართულ მედიას თხნოვით მიმართა, აფხაზური სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს "ნამეტანი ისტერიკით" ნუ შეხვდებიან, რადგან "მათ ანქვაბი სათავისოდ ფუთავს". "თქვენ გაქვთ ინფორმაცია აფხაზეთის სააგენტოებიდან და ხშირად ჩვენ ვრეაგირებთ ინფორმაციაზე, რომელსაც არასწორად ავრცელებენ ისინი. გთხოვთ, როცა სოხუმიდან, ცხინვალიდან ვრცელდება ინფორმაცია, ის მიიღეთ (არ გეუბნებით, არ დაუჯერეთთქო), მაგრამ ნამეტანი ისტერიკა საჭირო არაა. ბუნებრივია, ანქვაბი იქნება თუ თიბილოვი, თავის სასარგებლოდ ფუთავენ ინფორმაციებს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა. ამასთან, სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს რამდენიმე დღეში შეხვდება და მიიღებს ინფორმაციას კონკრეტულად რა პროგრამაზეა საუბარი,. "არაფერი ხდება განსაკუთერებული, ყველაფერი მიდის ნორმალურად", - დასძინა მინისტრმა. ipn
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.