გაერო-მ უკრაინაში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც უკრაინული მედია წერს, მისიის წევრები გამოიძიებენ ყველა დარღვევას, რომელიც ადამიანის უფლებებს უკავშირდება.
როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ივან შიმონოვიჩმა განაცხადა, 30-კაციანი ჯგუფი უკრაინაში მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს.
მისიას არმენ არუთინიანი უხელმძღვანელებს. ამავდროულად, ის მონიტორინგს უშუალოდ ყირიმში განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე ყირიმში გაერო-ს სადამკვირვებლო მისია სამჯერ არ შეუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები