ევროკავშირმა და უკრაინამ ასოცირების შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილს ხელი ბრიუსელში მოაწერეს. ხელშეკრულებას ხელი ევროკავშირის მხრიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის 28 ქვეყნის მთავრობის მეთაურმა, ხოლო უკრაინის მხრიდან – პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენუკმა მოაწერა.
ცნობისთვის,ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უკრაინას და ევროკავშირს შორის გასული წლის ნოემბერში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნიუსის სამიტზე იგეგმებოდა, თუმცა მაშინდელმა უკრაინის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები