პროკურატურა რამდენიმე სისიხლის სამართლის საქმეზე საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე იბარებს. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიბარეს. მათ შორის ერთ-ერთი ჟვანიას საქმეა.
ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა. ყოფილი პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა დასახელდა. თუმცა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჟვანიას და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები