სხდომაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება შეწყალების კომისია 203 პატიმრის საქმეს, მათ შორის 9 არასრულწლოვნის და 25 ქალის საქმეს განიხილავს.
წინასწარი ინფორმაციით, კომისია შეწყალების რეკომენდაციას ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებზე გასცემს, ასევე მათზე, ვისაც დადებითი რეკომენდაცია აქვს.
სხდომის შემდეგ შეწყალების კომისია სარეკომენდაციო სიას საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის.
პრეზიდენტის მიერ შეწყალებული მსჯავრდებულები საპატიმროებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები