საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაქ ობამას შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოიკითხა და ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში წარმატება უსურვა.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ჰააგაში გუშინ გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები