ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სენატორებმა პროექტი, პირველი მოსმენით, უკრაინისთვის მილიადიანი საკრედიტო გარანტიის და ქვეყნის მოსახლეობისთვის დაუყოვნებლივი დახმარების სახით 150 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ დაამტკიცეს, კანონს სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებენ.
სენატორების მიერ შემუშავებული პროექტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთისა და უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კორუფციულ ქმედებებთან და სტაბილურობის დარღვევასთან აქვთ კავშირი.
კანონის მიღებას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი გამოვიდა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ უკრაინას პენტაგონიც დაეხმარება. პირველ ტვირთს შეერთებული შტატების თავდაცვის უწყება ქვეყანაში 5 დღის განმავლობაში ჩაიტანს.
მასალის გამოყენების პირობები