როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ეს არ არის კარგი და ისინი უნდა იყოს გაქარწყლებული , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხებოდა.
"გეტყვით ერთ რამეს, როდესაც მივდივარ ქუჩაში და ვინმე მეტყვის, რომ ჰალსტუხი მაქვს არასწორად შეკრული, ვნახავ, მართლა არასწორად თუ არის და შევეცდები, გამოვასწორო" , -განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს, რომ ქვეყანამ ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. "ეს ხელმოწერა იქნება არა დასასრული, არამედ დასაწყისი. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს, რომ ყველანაირად წაიწიოს წინ, რადგან ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი ამას იმსახურებს", -განაცხადა დიმიტროვმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.
მასალის გამოყენების პირობები