ზურაბ ჟვანიას მეუღლე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა ოჯახის მოთხოვნაზე - გამოეძიებინათ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმე, უარი განაცხადა.
ნინო ქადაგიძე მიხეილ საკააშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ ექსპრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზებს ეხებოდა.
ნინო ქადაგიძის განმარტებით, სააკაშვილთან საუბრისას ფული სხვა კონტექსტში იყო ნახსენები. კერძოდ, ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდა და ეჭვობდა, რომ შესაძლოა ჟვანია ფულის გამო მოეკლათ. ქადაგიძე ექსპრეზიდენტის განცხადებას საჯაროდ უკვე დღეს უპასუხებს.
მასალის გამოყენების პირობები