ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების თაობაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენამდე და მის დამტკიცებამდე შეუძლებელია.
"შეიძლება პრემიერ-მინისტრი მის მრჩევლებს შეცდომაში შეჰყავთ - ის არაა იურისტი, მაგრამ მინდა იცოდეს, რომ ნამდვილად ვერ გამოაცხადებენ ძებნას სააკაშვილზე, სანამ კონკრეტულ ბრალს არ წარუდგენენ და ამ ბრალს არ დაუმტკიცებენ. ძალიან მეეჭვება სადმე არსებობდეს ისეთი ნორმა, რომელიც მოწმის სახით გამოძახებული პირის ექსტრადიციას ითვალისწინებდეს. ამიტომ ეჭვი იმისა, რომ ესაა წინასაარჩევნო ნაბიჯი, ძალიან სერიოზულია. არ მინდა ეს ეჭვი დავიჯერო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ეჭვი, რომელიც "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით იყო, მართლდება" - განაცხადა ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები