Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/news_20681.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ზაზა ხატიაშვილი-არც ერთ ხელისუფლებასთან ალიანსში არ ვარ
როგორ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს ეჯავრებოდეს და "ქართული ოცნება" უყვარდეს, მათში რამე განსხვავებას ხედავთ? , - ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილმა გააკეთა. როგორც ხატიაშვილა აღნიშნა, ადვოკატთა კორპუსი მას გოგა ონიანის დაკავების გამო გაკეთებული შეფასებისას დაუპირისპირდა. "ხელისუფლება შეეცადა ჩემი რეპუტაციის შელახვას, როდესაც მე გავაკეთე განცხადება გოგა ონიანთან მიმართებაში, რომ იგი არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. ვინაიდან გოგა ონიანი დაკავებული იყო, როგოც უკანონო დაკავების ორგანიზატორი, ხოლო ვინც დააკავა ისინი გვევლინებიან მოწმედ, არ შეიძლება იურისპრუდენციაში არსებობდეს ცნება - კანონიერი დაკავების უკანონო ორგანიზატორი. ეს არის პოლიტიკური ბრალდება. ადვოკატთა კორპუსი დამიპირისპირდა და დადასტურდა, რომ მე ვარ მართალი. დადასტურდა, რომ გოგა ონიანის პირადი ჩხრეკვა და ბინის ჩხრეკვა მოხდა უკანონოდ. რაღა უნდათ ამ ადვოკატებს თუ ეს არ არის ჩემს წინააღმდეგ სახელმწიფოსგან აგორებული კამპანია?", - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა იმ ადვოკატების მისამართით, ვინც მის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, იგი არც ერთ ხელისუფლებასთან ალიანსში არ ყოფილა. "ადვოკატები გამოვიდნენ და თქვეს, რომ ზაზა ხატიაშვილი "ნაციონალების" დასაყრდენიაო, რადგან გოგა ონიანი დაიცვაო. თქვენ მაგალითად არ გეამაყებათ, რომ მე არც ერთ ხელისუფლებასთან ალიანსში არ ვიყავი? ყველას ვეუბნები, რომ თქვენ ხართ სამოქალაქო საზოგადოების მტრები. როგორ შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" ხალხს ეჯავრებოდეს და "ქართული ოცნება" უყვარდეს? ამათში რამე განსხვავებას ხედავთ თქვენ? მითხარით ერთი განსხვავება სააკაშვილის რეჟიმსა და ბიძინა ივანიშვილის და ღარიბაშვილის რეჟიმს შორის. პოლიტიკური ნიშნით დაკავებები იყო და პოლიტიკური ნიშნით დაკავებები არის", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.