საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცი გარდაიცვალა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს,რიგითი ლაშა თაბუკაშვილი იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი ლაშა გიორგის ძე თაბუკაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული რიგითი ლაშა თაბუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.
მასალის გამოყენების პირობები