Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/1367502880_ketevan_cikhelashvili.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
მომდევნო რაუნდი ჟენევაში 16-17 ივნისს გაიმართება
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - 27-ე რაუნდი გაიმართა. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების საკითხები მწვავედ დააყენა. ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლებიასა და მოსახლეობისთვის ამ პროცესის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, ახალგორის მოსახლეობისთვის ახალი რეგულაციების შესაძლო დაწესებაზე. "ასევე მწვავედ დავაყენეთ გალის რაიონიდან ზუგდიდის მიმართულებით მოსწავლეების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების გამოტარების საკითხები. ამ საკითხებზე აფხაზური მხარიდან მივიღეთ პირობა, რომ ოპტიმალურ გამოსავალს გამონახავენ, რათა მოსწავლეებს განათლების და ავადმყოფებს სასწარფო სამედიცინო დახმარების მიღებაში არ შეეშალოთ ხელი. ასევე, მივიღეთ პირობა, რომ გამოინახება გამოსავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხის მოსაგვარებლად. შესაძლოა, შეიქმნას კომისია, რომელშიც ქართველი, აფხაზი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართული", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მისივე განცხადებით, ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართულმა მხარე, ასევე მწვავედ დააყენა დევნილების დაბრუნების საკითხი. "ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ და განვაცხადეთ, რომ მომდევნო რაუნდზე კიდევ მწვავედ დავაყენებთ ამ პრობლემას. დევნილების დაბრუნება არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი თემა", _ განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 16-17 ივნისისთვის დაიგეგმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.