საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის საკითხზე მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ბრიფინგი პროკურატურაში 18:00 საათზე დაიწყება.
მთავარი პროკურატურა, სავარაუდოდ, იმ პროცედურებს განმარტავს, რომელსაც კანონმდებლობა მოწმის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი უწყებაში დღეს, 27 მარტს,13:00 საათისთვის იყო დაბარებული, თუმცა ყოფილი პრეზიდენტი საქართველოში არ ჩამოსულა.
მასალის გამოყენების პირობები