უკრაინის ექს - პრემიერმა, პარტია " ბატკივშჩინას" ლიდერმა იულია ტიმოშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
"დიახ, ვგეგმავ კენჭი ვიყარო ", - განაცხადა მან დღეს კიევში გამართულ პრეს– კონფერენციაზე.
ტიმოშენკოს თქმით, 29 მარტს დაგეგმილ „ბატკივშჩინას“ ყრილობაზე, დელეგატებს, მისი საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის თხოვნით მიმართავს.
უკრაინაში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.
www.interfax.ru
მასალის გამოყენების პირობები