საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვაზე უარს აცხადებს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევში განაცხადა, სადაც ის უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილის კომენტარს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” ავრცელებს.
"შეეშინდათ საერთაშორისო ზეწოლის, როგორც ჩანს და ახლა რაღაც შეცვალეს ფორმები, იმიტომ რომ კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა, მაგრამ თავგასულ რუს ოლიგარქებს... უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, ტიმოშენკოს მაგალითზე რითი მთავრდება ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება. ცუდად მთავრდება, ცუდად ჩემი რჩევაა. მით უმეტეს, პროკურატურის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია და მთავრობის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი. კაცის კაცი რა უნდა იყოს? რეალურად, მართავს სხვა და სხვას ჰქვია მთავრობის თავმჯდომარე. ასე რომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულეებზე არ ვხარჯო დრო", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები