Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/N1364888099021912.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ირაკლი ალასანია სლოვაკელ ექსპერტებს შეხვდა
სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრით დაასრულა. სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. როგორც საქართველოს თავდაცვის უწყება იტყობინება, ანალიტიკურ ცენტრში შეკრებილ აუდიტორიას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ მათ რეგიონალური უსაფრთხოების გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ქართველი სამხედროების ISAF-ის საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობაზე, 2014 წლის შემდეგ „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიასა და 2015 წელს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოს ჩართვაზეც ისაუბრა. ექსპერტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვები უკრაინაში არსებულ ვითარებასა და კრიზისის მოგვარებაში ევროპის როლსაც შეეხო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთის რესპუბლიკაში უკვე დასრულდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სლოვაკელ კოლეგასთან მარტინ გლვაჩთან, ასევე საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაჟჩაკთან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.