არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი, კოტე კანდელაკი აცხადებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს წინასააარჩევნო დაპირება და ტერიტორიული ოპტიმიცაზიის საკითხების გადაჭრაში, მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, მთავრობამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს და ხალხის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება.
"არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი შევდივართ რეგიონული განვითარების საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში. ჩვენ შევიმუშავეთ წინადადებებები და წარვუდგინეთ ვარიანტი ხელისუფლებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვხვდებოდით იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, სადაც მოხდა ახალი შვიდი თვითმმართველი ქალაქის გამოყოფა. ჩვენმა წინადადებებმა აშკარა მხარდაჭერა მოიპოვა მოსახლეობისგან და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კანონი ოპტიმალური ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით და მოსახლეობის აზრი გაითვალისწინოს", - განაცხადა კოტე კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები