ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, რუსეთის უშიშროების საბჭოსთან ერთად, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას იწყებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი კრემლში მოეწერა.
თანამშრომლობა კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნას, რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფას და საერთაშორისო ტერორიზმის, იარაღის კონტრაბანდისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი პრესა ავრცელებს. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მადლობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ოლიმპიადის პერიოდში გაწეული თანამშრომლობისთვის გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები