Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/03/rasmuseni1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენს იენს სტოლტენბერგი შეცვლის
ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ანდერს ფოგ რასმუსენს ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. "როიტერის" ცნობით, იენს სტოლტენბერგის კანდიდატურა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზე დაადასტურეს. ამასთან, იენს სტოლტენბერგი დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ოფიციალურად 1 ოქტომბრიდან შეცვლის. როგორც "როიტერის" სტატიაშია აღნიშნული, იენს სტოლტენბერგს იმ დროს უწევს ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტის დაკავება, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეშფოთებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. "უკრაინის კრიზისი გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნატო. კოლექტიური თავდაცვის იდეა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყენებს რუსეთი შეიარაღებულ ძალებს ევროპაში საზღვრების შესაცვლელად. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ იმას, რაც მან ჩაიდინა, საფასური აქვს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში გამართულ პრესკონფერენციაზე. 55 წლის იენს სტოლტენბერგი სამჯერ - 2000-2011 და 2005-2013 წლებში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი. ამასთან, "როიტერის" ცნობით, 2011 წელს, როდესაც ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა, ნორვეგიის პრემიერი სწორედ იენს სტოლტენბერგი გახლდათ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.