გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბება. "ლიგა.ნეტ"-ის ცნობით, საბჭოს მოწვევის ინიციატივით უკრაინა და ლიტვა გამოვიდნენ.
"შეხვედრა ღია იქნება. მასში მონაწილეობა შეეძლებათ არა მხოლოდ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, არამედ არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც. ამავე სხდომაზე მოწვეულია ყირიმელ თათართა ლიდერი მუსტაფა ჯემილევი", – ნათქვამია მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე თვეში ეს იქნება მეათე სხდომა, რომელიც უკრაინის საკითხებს მიეძღვნა.
მასალის გამოყენების პირობები