უკრაინული პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ვიტალი კლიჩკომ პარტიის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიტალი კლიჩკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში უარი უფრაქციო დეპუტატის, პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ თქვა.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიტალი კლიჩკო კიევის მერად იყრის კენჭს.
რამდენიმე კვირის წინ ვიტალი კლიჩკოსა და პეტრო პოროშენკოს შორის მოლაპარაკებები გაიმართა და სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ პარტია "უდარის" ლიდერი უარს იტყოდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართება.
უკრაინაში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად, გამოკითხულთა 24,9% ამ დროისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს უფრაქციო დეპუტატს და კომპანია "როშენის" მფლობელს პეტრო პოროშენკოს.
მასალის გამოყენების პირობები