თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მუნიციპალურ არჩევნებში თავისი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" (AKP) გამარჯვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
"თქვენ მხარი დაუჭირეთ თურქეთის იდეალებს, პოლიტიკას, თქვენს პარტიასა და თქვენს პრემიერ-მინისტრს", - მიმართა ერდოღანმა მხარდამჭერებს ანკარაში.
ამასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ ყველა მის მტერს, რომელიც მას კორუფციასა და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში ადანაშაულებდა, ეს ძვირად დაუჯდება.
წინასწარი მონაცემებით, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" ხმების 45% დააგროვა, ოპოზიციურმა "სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ" კი – 25,89%.
თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გუშინ გაიმართა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში არჩევნებში მონაწილე პარტიების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად, გუშინ რვა ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები