მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს,28 აგვისტოს დატოვებენ. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა.
შეწყალების კომისიამ კი რეკომენდაცია 206 მსჯავრდებულიდან ნახევარზე მეტს მისცა. კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, შესაწყალებელთა სიაში ერთი არასრუწლოვანი და 14 ქალია. მისი განმარტებით, შეწყალების რეკომენდაცია 9 არასრულწლოვანიდან მხოლოდ ერთს მიეცა, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დადებითი რეკომედაცია.
სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის განცხადებით კი, დაახლოებით 15 პატიმარს კომისიამ დარჩენილი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გაუწია.
მასალის გამოყენების პირობები