იუსტიციის მინისტრს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მოხსენებით წარსდგება. მისი გამოსვლა 2012 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების შესრულებაზე საკომიტეტო მონიტორინგს შეეხება.
`ნაციონალური მოძრაობის` წევრებს იუსტიციის მინისტრთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ექნებათ შეკითხვები. ამ მოვლენებს შორისაა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე მომხდარი თავდასხმის ფაქტები.
მასალის გამოყენების პირობები