მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა.
ამის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
შეწყალებულ მსჯავრდებულთა შორის, რამდენიმე ქალი მსჯავრდებულიც იმყოფება. შეწყალებულთა შორის ვერ მოხვდა, ვერც ერთი, არასრულწლოვანი.
მსჯავრდებულთა შეწყალების კომისიამ 203 საქმე განიხილა, რომლიდანაც 25 ქალისა და 8 არასრულწლოვანი პატიმრის საქმე იყო.
მასალის გამოყენების პირობები