ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის საქართველოსთან ურთიერთობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ამასთან, როგორც ნატო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მთავარი თემები იქნება - ნატო-ს უკრაინისადმი მხარდაჭერა და ალიანსის რუსეთთან ურთიერთობები.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრები ასევე განიხილავენ ავღანეთში შექმნილ ვითარებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ნატო-ს კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღებს მონაწილეობას.
ნატო-ს მინისტერიალი ბრიუსელში ორ დღეს გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები