არის მონაცემები, რომ შეიძლება დავით ნარმანიამ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადალახავს , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ IRI-ს კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
გიორგი ვოლსკი IRI-ს კვლევის კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებს, თუმცა ზოგადად მიიჩნევს, რომ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა და საზოგადოებრივი აზრი კიდევ შეიცვლება.
"IRI-სთან გვქონდა კონსულტაციები და ეს კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებრივი აზრი ხშირ შემთხვევაში იცვლება. ამის გამოცდილება არსებობს. აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა და ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვლება. არის ასეთი მონაცემი, რომ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს დავით ნარმანიამ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადალახავს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, IRI-ის კვლევებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს და 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს.
მასალის გამოყენების პირობები