საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას და სამოქალაქო სექტორში გადასვლას გამოკითხულთა 19% სრულად, 17% კი ნაწილობრივ უჭერს მხარს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეწინააღმდეგება გამოკითხულთა 16%, ძლიერ ეწინააღმდეგება - 36%. 12%-მა კი არ იცის, ან არ აქვს პასუხი აღნიშნულ საკითხზე.
IRI-მ გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3 992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები