საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ახალი მუნიციპალიტეტების შექმნის წინადადებით მიმართა.
როგორც , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" განხილვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გამოყოფა განისაზღვრა და სამთავრობო კომისიამ ამ შვიდ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით იმუშავა. საუბარია თელავზე, ოზურგეთზე, ზუგდიდზე, გორზე, ამბროლაურზე, მცხეთასა და ახალციხეზე.
"მაგალითად თელავში, ერთი მუნიციპალიტეტის გარდა, იქნება ორი – ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს. ერთის ნაცვლად, ორი მუნიციპალიტეტი შეიქმნება დანარჩენ ექვს მუნიციპალიტეტში. მთავრობის მიერ განსაზღვრული წარდგინება პარლამენტს უკვე გადაეგზავნა", – განაცხადა შერგელაშვილმა.
მისივე ცნობით, მთავრობა კანონით დადგენილ ვადაში ქალაქსა და მინიციპალიტეტს შორის ქონების გამიჯვნის სქემას მოამზადებს. გამიჯვნა შეეხება ფინანსებსაც.
"კონკრეტული ვადები გაწერილია. ეს ამ გაზაფხულისთვის - არჩევნებამდე უნდა მოხდეს", – აღნიშნა შერგელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები