Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/uniInc.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/uniInc.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/uniInc.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/uniInc.php_.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა
"დავიწყე რეგიონებში ვიზიტი, დღეს ვეწვიე სამეგრელოს, ზაფხულამდე ვაპირებ ყველა რეგიონში ჩასვლას, რათა ადგილზე გავეცნო იმ პრობლემებს, რომლებიც წლების მანძილზე დაგროვდა",-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღეს მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან დავით ნარმანიასთან ერთად ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა და ანაკლიის ზღვისპირა ზოლის ათვისების მიმართულებით ხელისუფლების ხედვაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად უნდა შესრულდეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შემდეგ კი დაიგეგმოს და მოეწყოს ინფრასტრუქტურა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტუქტურა და ზოგადად პროგრესი, არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე იმედოვნებს, რომ ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში განაცხადა, მთავრობის დავალებით, ამ მიმართულებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები დეტალურ კვლევას ატარებენ. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, უკვე არსებობს ახალი პორტის რამდენიმე პროექტი, რომელთა დაფინანსებისთვის საჭირო სახსრების მოსაზიდად საპარტნიორო ფონდი მუშაობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; უნდა აშენდეს საერთაშორისო აეროპორტი; უნდა გაკეთდეს თხევადი გაზის ტერმინალი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნაპირსამაგრი სამუშაოების მნიშვნელობას და განმარტა, რომ შედეგად ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; ასევე, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი - „კონტი ჯგუფი", რომლის პრეზიდენტ კურტ კონტის საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტისას შეხვდა. „კონტი ჯგუფს" შემუშავებული აქვს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას ითვალისწინებს. „სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების გაჩენას. პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს მთელ ქვეყანას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.