შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს მესტიაში შსს-ს
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა
და რეაგირების სამმართველოს მე-5 ქვეგანყოფილებას გახსნის. შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ქვეგანყოფილების შენობის
მშენებლობა ექვსი თვის წინ დაიწყო. შსს-ს ცნობით, ერთსართულიანი
შენობა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით არის აღჭურვილი. შენობაში
სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და
აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. მესტიის ქვეგანყოფილებაში რვა
პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო
აღჭურვილობა, ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცემათ. ზამთრის
პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად
წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები