მიმდინარე წელს "ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღო. უფრო კონკრეტულად, როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა, გასულ 3 თვეში აღნიშნული პარტიის სასარგებლოდ სულ 639 645 ლარის შემოწირულება განხორციელდა.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ შემოწირულება 60-მდე კერძო პირმა განახორციელა, მათ შორის არიან 1500 ლარით უმრავლესობის წევრი თამაზ ავდალიანი და 5 ათასი ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულების (ოფისის სახით) თამაზ თამაზაშვილი.
"რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, მიმდინარე წლის განმავლობაში 20 ლარის ოდენობის ფულადი შემოწირულება მიიღო "კომუნისტურმა პარტიამ", 30 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულება "რესპუბლიკურმა პარტიამ" და 250 ლარის ფულადი შემოწირულება "განახლებულმა საქართველომ". სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ გასულ 3 თვეში შემოწირულება არ განხორციელებულა", - განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მისივე განმარტებით, შემომწირველებს შორის ამ ეტაპზე არც ერთი იურიდიული პირი არ არის.
საერთო ჯამში, 2014 წლის განმავლობაში პარტიების მიერ მიღებული შემოწირულება 639 945 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები