პოლიტიკა
ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია
ლოპოტას ხეობაში ოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია, - ამის შესახებ თელავის პოლიციის შენობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა . "შეიარაღებული დაჯგუფების 12 წევრიდან 11-ის გვამი უკვე ნაპოვნია", - განაცხადა ხიზანიშვილმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი ტყეში იმყოფება. ხიზანიშვილის ცნობით, ოპერაციის დროულად დასრულება გუშინ ნისლის გამო ვერ მოხერხდა. შს მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. ხიზანიშვილის განცხადებით, გარდაცვლილების ცხედრებს მათი რელიგიური მრწამსის მიხედვით დაკრძალავენ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად დაკრძალავენ. შს მინისტრის მოადგილის ცნობით, შეიარაღებული დაჯგუფების ზოგიერთი წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა. ბრიფინგზე ხიზანიშვილს ოპერაციის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. საქართველო-დაღესტნის საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაცია 28 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაციისას დაღუპულია შსს-ს ორი თანამშრომელი და სამხედრო ექიმი, დაჭრილია 5 ქართველი სპეცრაზმელი. ასევე, ოფიციალური სტრუქტურები იუწყებოდნენ, რომ 11 დივერსანტი ლიკვიდირებული იყო, 6 კი - ალყაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.