ყირიმში რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ოფიცერი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას censor.net ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით , სამხედროებს შორის დაპირისპირება პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა.
"უკრაინელ ოფიცერსა და რუს სამხედროებს შორის დაპირისპირება პირადი უთანხმოების ნიადაგზე მოხდა. რუსი სამხედროები შეიარაღებულები იყვნენ, უკრაინელი ოფიცერი კი არა", - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.
ამასთან, თვითმხილველთა განცხადებით, სასტიკად ნაცემია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო.
მასალის გამოყენების პირობები