ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფები, პოლიტიკური ინტერესების გამო, ეცდებიან გამოიწვიონ არეულობა.
მინისტრი ამბობს, რომ უკრაინიდან საქართველოში უკვე ჩამოიყვანეს ევრომაიდნის აქტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს, თუ როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში.
ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ დაწყებულია საბურავების ყიდვა, იგეგმება კარვების გაშლა.
მინისტრი ასევე საუბრობს სროლის სავარაუდო სცენარზეც, რომელიც საბოლოოდ, ამ ჯგუფების გათვლით, ხელისუფლებას დაბრალდება.
ინტერვიუ მინისტრმა გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა.
მასალის გამოყენების პირობები