საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, განსაკუთრებულად საგანგაშო, დასაძაბი არაფერი არ არის. ამგვარად, ირაკლი ალასანია შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში მოვლენების განვითარება ევრომაიდნის მსგავსად იგეგმება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს თავისი კომპეტენცია, შიდა უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვა. თავდაცვას აქვს თავისი, საგარეო საფრთხეებზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ გვაქვს ინფორმაციის მუდმივი დაცვა და მინდა გითხრათ, საზოგადოებას მინდა მივმართო: განსაკუთრებულად საგანგაშო, დასაძაბი არაფერი არ არის, უბრალოდ ხორციელდება სხვადასხვა ზომების მიღება, რომ იმ მომენტისთვის, როდესაც საქართველო მოაწერს ასოცირების შეთანხმებას ხელს და ნატო-ს სამიტისთვის საქართველო იყოს წარმოჩენილი როგორც სტაბილური ქვეყანა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები