ხარკოვში, შს სამინისტროს მიერ ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, პრორუსი აქტივისტების მიერ დაკავებული ადმინისტრაციის შენობა ამ დროისთვის თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრეცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 70 ადამიანი.
პრორუსმა აქტივისტებმა წუხელ გვიან ღამით, ხარკოვის ადმინისტრაციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს.
მასალის გამოყენების პირობები