ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, ევროკავშირი ამჟამად მზად არ არის თავის გაერთიანებაში უკრაინის მისაღებად.
"უკრაინა ამისთვის მზად არ არის არც დღეს, არც უახლოეს მომავალში, ისევე, როგორც არც ევროკავშირია მზად, მიიღოს ისეთი ქვეყანა, როგორიც უკრაინაა.
ჩვენ უკვე ვიყავით საშინელი ომების მხილველები ბალკანეთში, მაგრამ მაშინ, ევროპის უსაფრთხოება, როგორც ასეთი, საფრთხის ქვეშ არ დამდგარა. დღეს კი ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა რუსეთის მხრიდან უშუალო საფრთხეს ხედავს. ჩვენ უნდა გავაგებინოთ პუტინს, რომ მისი საქციელი მიუღებელია", – განაცხადა ბაროზომ.
მასალის გამოყენების პირობები