საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის მუშაობის პირველი დღე შეაჯამა.
"დღევანდელი გაერთიანებული ევროპა - ერთ, მკაფიო პოზიციაზე მყოფი ევროპა - ეს არის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების, არამედ ჩვენი მომავალი წარმატებების გარანტიც. ჩვენ გვჭირდება დახმარება ევროპისგან და არა მხოლოდ მათ მიერ რუსეთის დასჯა. ჩვენ გვაქვს კომპლექსური საჭიროებები და მოხარული ვარ, რომ ეს საჭიროებები ესმით ჩვენს კოლეგებს", - განუცხადა პარალმენტის თავმჯდომარემ ვილნიუსში ქართველ ჟურნალისტებს.
კონფერენციის ოთხი სესიიდან ერთი სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებს ეძღვნებოდა.
"ჩვენ ვილნიუსის სამიტის შემდეგ კვლავაც ყოველდღიურად ვგრძნობთ მხარდაჭერას ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის ლიდერებისგან და დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა, რა თქმა უნდა, მათი სერიოზული მცდელობის შედეგი იყო", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები