საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ისრაელის შრომის პარტიის გენერალურ მდივან იეჰილ ხილიკ ბარის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო - ისრაელის ურთიერთობების ახალ ფაზაში გადასვლა-უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და გამოითქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროში ურთიერთობების გაფართოებას.
საუბარი შეეხო საგა
ნმანათლებლო და კულტურულ დარგში გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას, დაისახა პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ახლოვდება ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიების თარიღი, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 21-23 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ისრაელის ქნესეთის დელეგაციას საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა ამგვარი ვიზიტების მნიშვნელობას, რაც ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გამყარებას ემსახურება, მათ შორის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოთა დონეზე.
შეხვედრას ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე ბოსთან დორონი, ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართელოში იუვალ ფუქსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები