Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/DROSHA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
რუს მაღალჩინოსანთა სია, რომლებსაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს, შესაძლოა 107-მდე გაიზრდოს
ევროკავშირმა შესაძლოა, 107-მდე გაზარდოს იმ რუს მაღალჩინოსანთა რაოდენობა, რომლებსაც  სანქციებს დაუწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს. "კომერსანტის" ცნობით, გამოცემას ხელში ჩაუვარდა რამდენიმე გვერდიანი დოკუმენტი რუსეთის მოქალაქეების გვარებით, ვისაც ევროკავშირი სავარაუდოდ სავიზო და ფინანსურ სანქციებს დაუწესებს. ამასთან, გაფართოებული სია ხუთი ჯგუფისგან შედგება. პირველ ჯგუფში რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრები შედიან, მეორე ჯგუფში – ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების წევრები, მესამე ჯგუფში – ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, მეოთხე ჯგუფში – რუსი ბიზნესმენები, მეხუთე ჯგუფში კი დასახელებული არიან რუსული მედიაორგანიზაციები და ჟურნალისტები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერ საინფორმაციო პროპაგანდაში. როგორც "კომერსანტი" აღნიშნავს, მეორე ჯგუფში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩამოთვლილი, არ არიან დასახელებული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ამასთან, გუშინ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.