9 აპრილი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი მომავალი თაობისთვის იქნება სიმბოლური და აღსანიშნავი დღე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა , თეა წულუკიანმა 9 აპრილის სახელობის ბაღში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა პატივსაცემად ნერგები დარგეს.
მინისტრის თქმით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა საქართველოს გამწვანების თაობაზე გრძელდება და ამ ინიციატივის ფარგლებში მინისტრებმა დღეს 9 აპრილის ბაღი აირჩიეს, რათა "დაღუპული გმირი გოგონების, ქალბატონების და არა მხოლოდ მათ გასახსენებლად" თითო ხე დარგონ.
"დღეს ის გოგონები, ვინც რუსთაველის გამზირზე დაეცნენ ჩვენი ასაკის უნდა ყოფილიყვნენ. მე დარწმუნებული ვარ, ისინი ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ქვეყნის მოდერნიზების, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე ერთ-ერთ მოწინავე რიგებში იქნებოდნენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები